Accessibility links

თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბნენ ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები მას შემდეგ, რაც წინა დღით, "წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე" გამართული კენჭისყრის საფუძველზე, უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საინფორმაციო სააგენტეობის ცნობით, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას მიაშურეს მოთხოვნით, რომ ტელეეთერში დაწვრილებით გაშუქდეს წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები.
XS
SM
MD
LG