Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: ”ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი გზა ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხებაა”


პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს საზოგადოებას დაანახვოს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის ალტერნატივა, საკუთარი ხალხის წინაშე არაგულწრფელია - ამის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების კომენტირებისას, განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს ხალხის უფლებას, პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბოს, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი გზა საარჩევნო გარემოს შეცვლა და ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხებაა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა აშშ-სა და ბრიუსელში ვიზიტები შეაჯამა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებასა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა. აშშ-ში ვიზიტისას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებსაც შეხვდა. 24-25 ნოემბერს ირაკლი ალასანია იმყოფებოდა ბრისელში, სადაც შეხვედრები გამართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG