Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ მისი ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაისად შეიძლება გაწევრიანდეს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაისად. ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, პუტინმა თქვა, „ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ჩვენ გაგვიხარდებოდა, ეს თუ მოხდება“. მანვე დასძინა, რომ მთლიანობაში, ამ საკითხში არაკოორდინირებული საკითხი არ დარჩენილაო. მერკელის თქმით, ის ემხრობა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. მისივეთქმით, ამას გერმანია იმიტომაც უჭერს მხარს, რომ რუსეთი დიდი „ოცეულის წევრია“. გვსურს, რომ დავასრულოთ დოჰას სავაჭრო შეთანხმება და გვსურს ის გავაფორმოთ რუსეთთან, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრთან.
დღესვე, უფრო ადრე, ვლადიმირ პუტინმა, ბერლინში, ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპაში ბარიერებს უქმნიან რუსეთის ფირმებს. პუტინის თქმით, ბევრ რუსულ ფირმას სურს ევროპაში ინვესტირება, მაგრამ ისინი ხშირად აწყდებიან პოლიტიკურად და ეკონომიკურად მოტივირებულ წინააღმდეგობას. პუტინი დღესვე ხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. განსახილველ საკითხებს შორის სახელდება კომპანია "გაზპრომში" კომპანია "ეონ რურგაზის" წილი 4,5 მილიარდი დოლარის მოცულობით.
XS
SM
MD
LG