Accessibility links

პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრად შემცირების გეგმა


პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მომავალ წელს გადასახადების გაზრდას, ისევე როგორც ხელფასებისა და სოციალური დახმარების შეკვეცას. საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის მიზანია ინვესტორების დამშვიდება მას შემდეგ, რაც პორტუგალიის დიდმა ვალებმა და ეკონომიკური ზრდის შემცირებამ გამოიწვია შეშფოთება, რომ შესაძლოა, ამ ქვეყანასაც დასჭირდეს მრავალმირდიანი ფინანსური დახმარება, როგორც აქამდე საბერძნეთისა და ირლანდიის შემთხვევებში მოხდა. პორტუგალიის მთავრობა ირწმუნება, რომ არ დასჭირდება ასეთი დახმარება. მისი თქმით, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის გეგმა, რომელიც დღეს დაამტკიცა პარლამენტმა, ხელს შეუწყობს ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG