Accessibility links

logo-print

გაერო: ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გალში ჩატარებულ შეხვედრაზე კონსტრუქციული დისკუსია გაიმართა


გაეროს განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში ჩატარებულ მორიგ, 23-ე შეხვედრაზე კონსტრუქციული დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც გაერომ გამოაქვეყნა გალში 25 ნოემბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაგრძელდა მსჯელობა გარი ჯოპუას გაუჩინარებასა და მოგვიანებით, ერთ თვეში, შინ დაბრუნებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ასევე 2007 წელს დაკარგული დავით სიგუას საქმეზე. საუბარი შეეხო, ზოგადად, უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებასაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაგრძელდეს ნდობის აღდგენისაკენ მიმართული დისკუსიები. გაეროს განცხადებით, ყველა მხარე კონსტრუქციულად მონაწილეობდა დისკუსიებში, ზოგ საკითხზე მათი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის მორიგი შეხვედრა 2011 წლის 26 იანვრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG