Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი და ვაშინგტონი მოლაპარაკებებს მართავენ კორეის კრიზისის გამო


შეერთებული შტატები და ჩინეთი მართავენ მოლაპარაკებებს, რათა განმუხტონ დაძაბული ვითარება სეულსა და ფხენიანს შორის. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ცზეცი ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს. მათი მათავრი ამოცანაა თავიდან აიცილონ ისეთი დაპირიპირების განმეორება, როგორსაც ადგილი ჰქონდა სამშაბათს. 23 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნებს სამხრეთ კორეის კუნძულს, რის შედგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. საპასუხო ცეცხლით უპასუხა პხენიანის ამ აგრესიულ ნაბიჯს სამხრეთ კორეამ და შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთობლივი საზღვაო მანევრები წამოიწყო. ფხენიანი აცხადებს, რომ სამხედრო მანევრებმა ვითარება რეგიონში „ომის ზღავრზე“ მიიყვანა. ვაშინგტონი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სწავლება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. დღესვე, სამხერთ კორეაში მიწას მიაბარეს ორი საზღავო ფეხოსანი, რომელბიც ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო იერიშის შედგად კუნძულ იონპიონზე დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG