Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ტერორიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა


ასეულობით სუნიტი მუსლიმანი მონაწილეობს ხანგრძლივ საპროტესტო მვლელობაში, რომელიც მუსლიმანურ სალოცავებზე თალიბების ტერორისტული თავადასხმების წინააღმდეგ არის მიმართული. საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები აპირებენ 320 კილომეტრის გავლას პაკისტანის ფარგლებში. მათ მსვლელობას, რომელიც დღეს დაიწყო, პოლიციის ესკორტი აცილებს. დემონსტრაციის მონაწილეები აპირებენ ჩავიდნენ ქალაქ ლაჰორში, სადაც თვითმკვლელი მოიერიშის მიერ სუფისტურ ტაძარზე ივლისში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG