Accessibility links

logo-print

ილია მეორემ ოსი პროფესორი დაჯილდოვა


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ოს პროფესორ იზმაილ ხუზმიევს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსტიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ხუზმიევისთვის საპატიო დოქტორის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება კი, მისი დამსახურებების გამო, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო. როგორც საპატიო წოდების მინიჭების ცერემონიალზე ილია მოერემ აღნიშნა, იზმაილ ხუზბიევისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „ ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. კავკასიის რეგიონში მხოლოდ ქართველები და ოსები არიან მართლმადიდებლები”, -განაცხადა ოსი მეცნიერის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.
XS
SM
MD
LG