Accessibility links

logo-print

თვითმკვლელებმა ავღანეთში 12 ოფიცერი დახოცეს


ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, ერთი მეორის მიყოლებით განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად 12 პოლიციის ოფიცერი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე პაქტიკას პროვინციაში. აფეთქება განახორციელეს თვითმკვლელებმა, რომლებიც პოლიციელის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებები ოცი წუთის ინტერვალით განხორციელდა. ერთმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი პოლიციის შტაბის შიგნით აიფეთქა, მეორემ კი - შენობის შესასვლელში. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა
XS
SM
MD
LG