Accessibility links

logo-print

ჩინეთისა და რუსეთის მინისტრებმა კორეის კრიზისზე ისაუბრეს


რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო კონსულტაციები გამართეს, რომელიც მიზნად ისახავს ორ კორეას შორის გართულებული ურთიერთობის განმუხტვას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სერგეი ლავროვმა და მისმა კოლეგამ იან ცზეციმ „ხაზი გაუსვას შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.“ მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონი ესაუბრა. მათი მთავრი ამოცანაა პრევენცია ისეთი დაპირისპირების განმეორებისა, როგორსაც ადგილი ჰქონდა სამშაბათს. 23 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნებს სამხრეთ კორეის კუნძულს, რის შედგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. საპასუხო ცეცხლით უპასუხა პხენიანის ამ აგრესიულ ნაბიჯს სამხრეთ კორეამ და შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთობლივი საზღვაო მანევრები წამოიწყო. ფხენიანი აცხადებს, რომ სამხედრო მანევრებმა ვითარება რეგიონში „ომის ზღავრზე“ მიიყვანა. ვაშინგტონი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სწავლება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. დღესვე, სამხერთ კორეაში მიწას მიაბარეს ორი საზღავო ფეხოსანი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო იერიშის შედგად კუნძულ იონპიონზე დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG