უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოსალოდნელი საგადასახადო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ, შესაძლოა, ვეტო დაადოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს. კიევში საპროტესტოდ გაშლილ ბანაკში სტუმრობისას იანუკოვიჩმა თქვა, არსებობს ვეტოს დიდი ალბათობა და ამ საკითხებს ერთობლივად გადავწყვეტთო. კიევში, მაიდანზე ასობით კარავი დგას, რომელში მყოფი დემონსტრანტებიც ეწინააღმდგებიან საგადასახადო ცვლილებებს. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს მსხვილი ბიზნესკომპანიებისათვის გადასახადის შემცირებას, აორმაგებს მცირე და საშაუალო ბიზნესის განხორციელებისათვის დაწესებულ გადასახადს ქალაქების უმრავლესობაში და ავალდებულებს კომპანიებს, გადარიცხონ თანხები ერთიან საპენსიო ფონდში.
ყველაზე პოპულარული
1