Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


წუხელ თბილისში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა 01:30 საათზე ჯავახიშვილის ქუჩის ნომერ 88 კორპუსთან, რის შედეგადაც 65 წლის ქალი დაიღუპა. ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამავე აფეთქების გამო ერთი ადამიანი დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე შენობების ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. გარშემო მდებარე სხვა შენობებთან ერთად დაზიანდა ლეიბორისტული პარტიის ოფისი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა, რომ აფეთქების მიზანი ოპოზიციის, განსაკუთრებით ლეიბორისტული პარტიის დაშინება იყო და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. პირველი აფეთქებიდან დაახლოებით საათნახევარში, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა მუხიანში, სუპერმარკეტის წინ. შინაგან საქმეთა სამინსტროს ცნობით, აფეთქებების გამო მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG