Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეასთან შეთანხმებას მიაღწია სეულსა და ფხენიანს შორის დაძაბულობის შესასუსტებლად


ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი, აცხადებს, რომ მან შეთანხმებას მიაღწია სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიუნ ბაკთან, ითანამშრომლოს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სერიოზული კონფრონტაციის შესამსუბუქებლად. სააგენტო სინხუა იტყობინება, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა ჩინეთის ლიდერის, დაი ბინგუოსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შორის დღეს სეულში გამართულ შეხვედრაზე. ორ კორეას შორის კონფრონტაცია გასულ კვირაში გამწვავდა მას მერე, რაც ჩრდლოეთმა კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG