Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა მოიწონა ირლანდიისთვის 85 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა


ეროპის კავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა კვირას მოიწონეს ირლანდიისთვის 85 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა. ამ სახსრებს გაიღებენ ევროპის კომისია, ევროკავშირის 27 წევრიდან 19 და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. გამოყოფილი თანხიდან 30 მილიარდი ევრო მოხმარდება ირლანდიის საბანკო სექტორის გაჯანსაღებას, რომლის კრიზისმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩააყენა რთულ ვითარებაში. ირლანდიას დაუწესეს საშაულო საპროცენტო განაკვეთი 5,8 პროცენტი. ეს 0,6 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე საბერძნეთისთვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. მაისში საბერძნეთს ანალოგიური კრედიტი გამოუყვეს 110 მილიარდი ევროს ოდენობით.
XS
SM
MD
LG