Accessibility links

logo-print

„ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 250 ათასი დიპლომატიური ტელეგრამა


საინტერნეტო საიტმა „ვიკილიკსმა“ დღეს გამოაქვეყნა 250 ათასი დიპლომატიური ტელეგრამა, რომლებსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უგზავნიდა თავის საელჩოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მანამდე ვიკილიკსმა განაცხადა, რომ საიტზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა. მაგრამ დოკუმენტების ნაწილის შესახებ თავიანთ საიტებზე იტყობინებოდნენ „ნიუ იორკ ტაიმსი“ და „გარდიანი“. კერძოდ, დოკუმენტებში საუბარია ამერიკელი დიპლომატების მცდელობაზე, უკანონოდ უთვალთვალონ გაეროს ხელმძღვანელობას, რიგი ქვეყნების წარმომადგენლებზე ზეწოლის შემთხვევებზე, ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის პერსპექტივებზე. თეთრმა სახლმა ამ "ვიკილიკსის" მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებას "უპასუხისმგებლო და სახიფათო" უწოდა.
XS
SM
MD
LG