Accessibility links

logo-print

კვირას მოლდავეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


კვირას მოლდავეთში გაიმართა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეგზიტპოლების შედეგები არ იძლევა ნათელ სურათს. ერთ-ერთი ასეთი გამოკითხვის თანახმად, ლიდერობს ამჟამად მმართველ კოალიციაში შემავალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია - მას ხმების 34 პროცენტზე მეტი აქვს. მთავარი ოპოზიციური ძალა, კომუნისტები, 8 პროცენტით ჩამორჩებიან. მეორე ეგზიტპოლის თანახმად, კომუნისტებსა და ლიბერალ-დემოკრატებს დაახლოებით მსგავსი მაჩვენებლები აქვთ - 32-დან 33 პროცენტამდე. პარლამენტში შესვლას ახერხებენ აგრეთვე დემოკრატიული პარტია და ლიბერალური პარტია. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ეს უკანასკნელ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია.
XS
SM
MD
LG