Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვებსაიტმა „ვიკილიკსმა“ ისევ გამოაქვეყნა საიდუმლო ინფორმაცია - ამჯერად დიპლომატიურ ფოსტაზე


ვებსაიტმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა 250 000-მდე საიდუმლო დიპლომატიური გზავნილი, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ვაშინგტონიდან. თეთრი სახლის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციის ასე გამხელა საფრთხეს უქმნის დიპლომატებს და დაზვერვის თანამშრომლებს. „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები შეერთებული შტატების საელჩოების დიპლომატიური ფოსტიდან, რაც მოიცავს ინფორმაციას ზოგ არაბ ლიდერზე, მათ შორის საუდის არაბეთის მეფე აბდულაზე, რომელიც შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერიში მიიტანოს ირანზე, მისი ბირთვული პროგრამისთვის ბოლოს მოსაღებად. ინფორმაცია მოიცავს ასევე მითითებას ძალიან ახლო ურთიერთობაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის შორის, აგრეთვე მითითებას რუსეთის მთავრობის კავშირზე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან.
XS
SM
MD
LG