Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში აფეთქებების შედეგად დაიღუპა ბირთვული ფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი


ირანის მედიის ცნობით, თეირანში ორ სხვადასხვა ადგილას მოწყობილი, მაგრამ ერთნაირი აფეთქებების შედეგად დაიღუპა ბირთვული ფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მაჯიდ შაჰრიანი და დაიჭრა მისი კოლეგა. დაჭრილები არიან ორივეს მეუღლეებიც. სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქება მოეწყო ბომბებით, რომლებიც ორი მეცნიერის ავტომანქანებზე იყო დამონტაჟებული. ირანის საინფორმაციო სააგენტოები იერიშებზე პასუხისმგებლობას შეერთებული შტატებისა და ისრაელის „აგენტებს“ აკისრებენ.
XS
SM
MD
LG