Accessibility links

logo-print

საფრანგეთი და გერმანია: ირლანდიის დახმარება საკმარისია საფინანსო ბაზრების დასამშვიდებლად


საფრანგეთმა და გერმანიამ დღეს განაცხადეს, რომ ირლანდიისთვის განკუთვნილი დახმარება - 113 მილიარდი დოლარი, რასაც დუბლინს ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოუყოფენ, საკმარისია საფინანსო ბაზრების დასამშვიდებლად. საქმე ეხება ბაზრების შეშფოთებას, რომელსაც ევროს სტაბილურობაში დაეჭვება იწვევს. საფრანგეთი და გერმანია ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნებია ევროკავშირის 16 წევრს შორის, სადაც საერთო ფულად ერთეულს - ევროს იყენებენ. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, პარიზს და ბერლინს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ევროს დაცვა.
XS
SM
MD
LG