Accessibility links

logo-print

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პროევროპული ალიანსი


კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების თითქმის საბოლოო შედეგებით, ლიდერობს მმართველი პროევროპული ალიანსი, რომელსაც ოპოზიციური კომუნისტური პარტია მოჰყვება. ხმების 95-მდე პროცენტის დათვლის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის მმართველ ალიანსში შემავალ სამ პარტიას ერგო ხმების 51 პროცენტი, კომუნისტურ პარტიას კი - 40,5 პროცენტი. ამ შედეგების მიხედვით, პროევროპულ ალიანსს აქვს 57 საპარლამენტო მანდატი, არადა, პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 61. მეორე მხრივ, უცხოეთში მცხოვრები მოლდაველების 65 000-მდე ხმამ შესაძლოა, ალიანსის პოზიცია გაამყაროს და მას კიდევ ოთხი მანდატი შემატოს. ეუთოსა და ევროსაბჭოს სამეთვალყურეო მისიების შეფასებით, არჩევნებმა გამჭვირვალედ ჩაიარა და მიუკერძოებელი იყო. კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება დღესვე, მოგვიანებით არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG