Accessibility links

logo-print

წარმომადგენლობითი სახალხო კრება 8 დეკემბერს სათათბირო დარბაზს მოიწვევს


წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ დღეს სხდომა გამართა და 8 დეკემბრისთვის სათათბირო დარბაზის მოწვევა გადაწყვიტა. სხდომის შემდეგ, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას სახალხო კრების ეშინია და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს კრების "დასამარების" პროპაგანდა. ბურჯანაძის თქმით, ერთ მხარეს ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი, ხალხი კრების სახით, ამიტომ სატელიტმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ მხარეს აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG