Accessibility links

შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებაში ხელისუფლება დაადანაშაულა


თბილისში კვირას მომხდარი 2 აფეთქების ობიექტურად და სწრაფად გამოძიება მოითხოვეს დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ღამით აფეთქებები მოხდა მუხიანის დასახლებასა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე, პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქება წარმოადგენს ”კლასიკურ პოლიტიკურ-ტერორისტულ აქტს”, რომელიც ორგანიზებული იყო ”სააკაშვილის კრიმინალურ-ტერორისტული რეჟიმის მიერ”. ნათელაშვილმა მოითხოვა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ აშშ-ის კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრები, რომლებსაც ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, ”დოკუმენტებით დაუმტკიცებენ, რომ მათი მეგობარი ტერორისტი და მკვლელია”.
XS
SM
MD
LG