Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ყირგიზეთში უშიშროების ოპერაციის დროს მოკლეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი


ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, მარატ იმანკულოვის განცხადებით, ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი მოკლეს სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში დღეს ჩატარებული უშიშროების ოპერაციის დროს. როგორც იმანკულოვმა განაცხადა, ოთხივე პირს კავშირი ჰქონდა უზბეკეთის ისლამურ მოძრაობასთან. ოშის მილიციის უფროსი პამირ ასანოვი აცხადებს, რომ დაკავებულია ორი ექსტრემისტი და რომ უშიშროების ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ასანოვის თქმით, დღევანდელმა ბრძოლებმა პანიკა გამოიწვია ოშში, სადაც ჯერ კიდევ დაძაბულია ვითარება ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ივნისში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკებების შემდეგ. შეტაკებებმა 400-მდე ადამიანი შეიწირა და დიდი მატერიალური ზარალი მოუტანა ყირგიზეთის სიდიდით მეორე ქალაქს. გავრცელებული ცნობებით, ოშელების ნაწილი ქალაქიდან გარბის, ხოლო ის, ვინც რჩება, სურსათს იმარაგებს. ამას გარდა, უზბეკურ უბნებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ივნისის შეტაკებების შედეგად, ბარიკადებს აგებენ.
XS
SM
MD
LG