Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე საფრანგეთში ჩადის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხვალ საფრანგეთში გაემგზავრება. ქართველი კანონმდებლები დასავლურ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას. ასამბლეაზე საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოს სტატუსს მიანიჭებენ. საქართველოს პარლამენტს ეყოლება მუდმივმოქმედი დელეგაცია დასავლურ ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეაში. "პარტნიორის სტატუსი არის ის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის და დასავლეთ ევროპის არაწევრ ქვეყანას", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG