Accessibility links

logo-print

ჰაიტიზე გამართული არჩევნები დარღვევების მიუხედავად ჩატარებულად ითვლება


როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, კვირას ჰაიტიზე გამართული არჩევნები მიუხედავად სერიოზული დარღვევებისა, შესაძლებელია ჩატარებულად მიიჩნიონ. ამერიკული ორგანიზაციების დამკირვებლები აცხადებენ, რომ გამოვლენილი დარღვევები არ იძლევა იმის საფუძველს რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურად ჩაითვალოს. რამდენიმე ხნით ადრე, პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. კვირას ჰაიტის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 18 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მოუწია. გარდა ამისა, ისინი ასევე ირჩევდნენ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს. პირველადი შედეგები სავარაუდოდ 7 დეკემბერს გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგებს კი საარჩევნო კომისია 30 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG