Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელი ოპოზიციონერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ


ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური ძალები საპროტესტო აქციებით პასუხობენ. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ”მუსულმანთა საძმო” აცხადებს, რომ მათ გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მომხრეები ეგვიპტის ქალაქებში არეულობებს აწყობენ. მათ რამდენიმე ავტომანქანა დაწვეს, შეტაკება მოხდა ასევე პოლიციასა და ოპოზიციური პარტიების მომხრეებს შორის. საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში არ დაუშვეს საერთაშორისო დამკვირვებლები. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები დღეს გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG