Accessibility links

logo-print

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, სათანადო ზომებს მიმართოს „ვიკილიკსით“ გამჟღავნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით


ჩინეთმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, სათანადო ზომებს მიმართოს ვებსაიტ „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა 250 000-მდე საიდუმლო დიპლომატიური გზავნილი - ნაწყვეტები შეერთებული შტატების საელჩოების დიპლომატიური ფოსტიდან, რასაც ვაშინგტონის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჩინეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ონ ლეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს ხელისშემშლელი ფაქტორები ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაში და თავს იკავებს დიპლომატიურ გზავნილებზე კომენტარისაგან. „ვიკილიკსის“ მიერ გამჟღავნებული ინფორმაციით, ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ ჩინეთი „სასარგებლო მოკავშირედ“ არ მიიჩნევს ჩრდილოეთ კორეას და საქმეში არ ჩაერევა, იქ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემთხვევაში. გავრცელებული საიდუმლო გზავნილები შეიცავს ასევე ბრალდებას, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა დგას შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული კიბერიერიშების უკან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დიპლომატიური მიწერ-მოწერის გამჟღავნებას „საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული იერიში“ უწოდა.
XS
SM
MD
LG