Accessibility links

logo-print

ირანი თანახმაა მოლაპარაკებაზე მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ირანმა დღეს თანხმობა განაცხადა მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების ახალ რაუნდზე, რომელიც 6-7 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება. საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის პრესმდივნის თქმით, ბირთვული პროგრამის საკითხებში მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი საიდ ჯალილი შეხვდება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონს, რომელიც საერთაშორისო დელეგაციას უხელმძღვანელებს. ეშტონი უხელმძღვანელებს შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლების ჯგუფს. საქმე ეხება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის პირველ მოლაპარაკებას 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG