Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, „მომავალ ათწლეულებში“ შესაძლოა, ისევ დაიწყოს გამალებული შეიარაღება, თუ არ მოხდება დასავლეთთან შეთანხმება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე. ამ საკითხს მედვედევი დღეს შეეხო, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. „ამ დარბაზში მინდა, დაუფარავად გითხრათ, რომ მომავალ ათწლეულებში გველის შემდეგი ალტერნატივა: ან მივაღწევთ თანხმობას ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში და შევქმნით თანამშრომლობის სრულყოფილ მექანიზმს, ან კიდევ - თუ ვერ მივაღწევთ კონსტრუქციულ შეთანხმებას - დაიწყება გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპი და მოგვიწევს მივიღოთ გადაწყვეტილებები ახალი მოიერიშე საშუალებების განთავსების შესახებ“. საშინაო-პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, მედვედევმა აღიარა, რომ ჯერ არ დაძლეულა გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგები, თუმცა, მთავრობამ შეძლო ეკონომიკის სტაბილიზება. მან პირობა დადო, რომ გაგრძელდება ეკონომიკის მოდერნიზება და გაიზრდება სოციალური დახმარება რუსეთში „დემოგრაფიული კრიზსიის“ დასაძლევად.
XS
SM
MD
LG