Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ყველის ფესტივალი ანაკლიაში


ყველის ფესტივალი
ყველის ფესტივალი
სასტუმრო ”ანაკლიამ” გასულ კვირაში ქართული რძის პროდუქტების ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც ახალბედა არასამთავრობო ორგანიზაციის - „ფერმერული რძის წარმოების ხელშეწყობის ფონდის“ - ორგანიზებით მოეწყო. ფონდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა მიქაძის, თქმით, გამოფენის მიზანია ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაცია.

ფესტივალზე რძის პროდუქტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს ჰქონდა წარმოდგენილი. მწარმოებლები საკუთარი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიას უხსნიდნენ დამთვალიერებლებს. ფესტივალის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ქართული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და ზედმეტ დანამატებს არ შეიცავს.
მუსიკოსი ვახო ბაბუნაშვილი ანაკლიის ფესტივალზე

ანაკლიაში რძის პროდუქტების ფესტივალს როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან სპეციალურად ყველის გასასინჯად ჩამოსულებიც სტუმრობდნენ. მუსიკოსმა ვახო ბაბუნაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველის ისეთი სახეობები გასინჯა, რომელთა არსებობა ადრე არც იცოდა.

მუსიკოსის მსგავსად ყველის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული რძის პროდუქტებს თავისუფლად შეუძლია ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

ქართული რძის პროდუქტების ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ - ანაკლიამდე სიღნაღში, წინანდალსა და თბილისში - მოეწყო.
XS
SM
MD
LG