Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პარლამენტში შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე


ყირგიზეთის ახალ პარლამენტში მიაღწიეს შეთანხმებას სამი პარტიისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ტაშპოლოტ ბალტაბაევის განცხადებით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, პარტია რესპუბლიკამ და პარტია ატა მეკენმა უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას კოალიციის შესახებ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ალმაზბეკ ატამბაევი. ყირგიზეთში 10 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელთა შედეგადაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვა ხუთმა პარტიამ ისე, რომ არც ერთს არ რგებია საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად. არჩევნებამდე, 2010 წლის აპრილში ყირგიზეთში დაამხეს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობა, მოგვიანებით კი 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებებს სამხრეთ ყირგიზეთში.
XS
SM
MD
LG