Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოეტი ბელა ახმადულინა


გარდაიცვალა ბელა ახმადულინა - ცნობილი რუსი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. ახმადულინა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვთან მდებარე პერედელკინოში. ბელა ახმადულინას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ქართველ კოლეგებთან და ქართულ ლიტერატურასთან, ბევრჯერ იყო ნამყოფი საქართველოში, არის ავტორი ლექსების კრებულისა „სიზმრები საქართველოზე“. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის, სხვა ქართველი პოეტების ნაწარმოებების თარგმანები. ახმადულინა „სამოციანელთა“ თაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო ანდრეი ვოზნესენსკისთან, ევგენი ევტუშენკოსთან, ბულატ ოკუჯავასთან ერთად.
XS
SM
MD
LG