Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი დემოკრატები დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის პროცესს იწყებენ


თავისუფალმა დემოკრატებმა საქართველოში უკანონო პატიმართა გამოსავლენად დაიწყეს უკვე დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა. პროცესს ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველი, ვისაც თავისუფალი დემოკრატები უკანონო პატიმრად მიიჩნევენ გვანცა ყუფარაძეა. წულუკიანის განმარტებით, ყუფარაძის საქმის საფუძვლიანად შესწავლამ აჩვენა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას საქმე სათანადოდ არ გამოიკვლია და დამნაშავედ დაუსაბუთებლად გამოაცხადა. თეა წულუკიანმა ნაციონალურ მოძრაობას შეახსენა, რომ გვანცა ყუფარაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოს მიერ პრიორიტეტულადაა გამოცხადებული და გამარჯვების კარგი პერსპექტივა აქვს. თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებული დასკვნა გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობის შესახებ, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება. 14 წლის გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG