Accessibility links

ლეიბორისტები ოპოზიციურ პარტიებს საგადასახადო პოლიტიკის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ


ლეიბორისტებმა ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკისთვის ბოიკოტის ერთობლივად გამოცხადებისკენ მოუწოდეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკება უნდა შეწყვიტოს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის თუნდაც დროებით შეჩერება და გადასახადების შემცირების ერთობლივად მოთხოვნა, ხელისუფლებას პოზიციების დათმობას აიძულებს.
XS
SM
MD
LG