Accessibility links

ვიკილიკსის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს


ინტერნეტსაიტ ვიკილიკსის მიერ საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტების გავრცელებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. თუმცა, მან დასძინა, რომ სიმართლე საქართველოს შესახებ, მსოფლიომ ისედაც იცის. გავრცელებული ინფორმაციით, ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი საქართველოს არ დაუწყია. დღევანდელ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა თბილისში, კვირას მომხდარ აფეთქებებსაც და განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG