Accessibility links

logo-print

გაზპრომი 20 მილიარდ დოლარად აფასებს „სამხრეთის ნაკადის“ გაყვანის ხარჯებს


გაზპრომის განცხადებით, გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ გაყვანის ხარჯები, დაახლოებით, 20,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რუსეთის კომპანია ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მთლიანი ხარჯების, სავარაუდოდ, ორ მესამედს შეადგენს მილსადენის გაყვანა შავი ზღვის ფსკერზე. გაზპრომი ყურადღებას ამახვილებს გაზსადენის მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის. 2015 წელს ამოქმედების შემდეგ, „სამხრეთის ნაკადი“ ევროპაში გადაქაჩავს წელიწადში 63 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს.
XS
SM
MD
LG