Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატო გარუჩავა


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო გარუჩავა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო გარუჩავა

პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რამდენად სერიოზულია საფრთხეები იმისა, რომ საქართველოში აივ-ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა იმატოს; რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ პირველ დეკემბერს სტუდიაში მოვიწვიეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო გარუჩავა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2010 წლის პირველი დეკემბრისათვის ოფიციალურად რეგისტრირებული 2600-ზე მეტი შემთხვევაა, თუმცა ექსპერტთა პროგნოზით, აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 4000-ს აღემატება: ”დაავადების ადრეული გამოვლინება აძლევს შანსს პაციენტს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იყოს საკმაოდ დიდი, დაახლოებით 15-დან 20 წლამდე. რაც შეეხება, დაავადების გვიან გამოვლინებას, ამ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე შედეგები გვაქვს, გამოვლენიდან პირველივე წელს პაციენტთა 20 პროცენტი იღუპება”, - აღნიშნავს ნატო გარუჩავა.
XS
SM
MD
LG