Accessibility links

ვლადიმირ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღსა და მოიერიშე ძალებს განათავსებს, თუ მას არ ჩართავენ დასავლეთის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში. ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის პოპულარულ წამყვან ლარი კინგთან ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ ერთად უნდა მიიღონ ზომები ევროპის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო საფრთხისთვის თავის გასართმევად. პუტინის ეს განცხადება მიჩნეულია მინიშნებად შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო-რუსეთის ბოლო სამიტზე, ლისაბონში მიაღწიეს ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, თუ რუსეთის წინადადებებს უარყოფენ და მის საზღვრებზე ახალი საფრთხე გამოჩნდება, მოსკოვს მოუწევს „იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“. პუტინის განცხადებები ეხმიანება პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მოხსენებას, რომლითაც ის გუშინ გამოვიდა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე.
XS
SM
MD
LG