Accessibility links

logo-print

ესპანეთში დააკავეს ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი შვიდი ადამიანი


ესპანეთში დააკავეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი რეიდისას, რომელიც მიმართული იყო ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტური ტერორისტული ჯგუფისთვის პასპორტების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ჯგუფის წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც სხვა დეტალები არ მოუყვანია, მაგრამ ესპანეთის რადიოს ცნობით, დაკავებულები მიეკუთვნებიან ჯგუფს, რომელიც ტაილანდშია დაფუძნებული და კავშირი აქვს ლაშკარ-ე-ტაიბასთან, პაკისტანში დაფუძნებულ ჯგუფთან. ამ უკანასკნელს აკისრებენ პასუხისმგებლობას ბომბეიში 2008 წელს მოწყობილ იერიშებზე, რომლებსაც 166 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეჭვმიტანილები წუხელ და დღეს დილას დააკავეს კატალონიაში განხორციელებული რეიდის დროს. ესპანეთის მედიის ცნობით, დაპატიმრებულების უმრავლესობა პაკისტანელია. ისინი მოპარულ პასპორტებს აყალბებდნენ და აგზავნიდნენ ტაილანდში, ალ-ყაიდის მსგავსი ჯგუფებისთვის მისაწოდებლად.
XS
SM
MD
LG