Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია აპირებს, უარი თქვას მაღალგამდიდრებული ურანის მთელ მარაგზე


ბელორუსია აპირებს, 2012 წლამდე უარი თქვას ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი ურანის მთელ მარაგზე. ამის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა ასტანაში, სადაც, ეუთოს სამიტის პარალელურად, გაიმართა ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი მარტინოვისა და მისი ამერიკელი კოლეგის, ჰილარი კლინტონის, შეხვედრა. კლინტონმა შეაქო მინსკის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტქნიკურ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბელორუსიას მაღალგამდიდრებული ურანის იზოლაციაში. კლინტონმა გამოთქვა აგრეთვე იმედი, რომ ბელორუსიაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ორი მინისტრის ერთობლივ განცხადებაში დადებით ნაბიჯად არის შეფასებული ბელორუსის გადაწყვეტილება, არჩევნებზე მიიწვიოს მნიშვნელოვანი რაოდენობის უცხოელი მეთვალყურეები.
XS
SM
MD
LG