Accessibility links

logo-print

ხელისუფლებას კონფლიქტის ზონის სოფლებზე ზრუნვისკენ მოუწოდებს ირაკლი ალასანია


საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფლების დაუყოვნებლივ მომარაგებისკენ მოუწოდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ განაცხადა, რომ გორისა და ქარელის რაიონებში, სადაც უსაფრთხოების და წყლით მომარაგების პრობლემები არსებობს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე არ მიუღია დაპირებული შეშა და ფქვილი. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეფასებით, ხელისუფლება ამ სოფლებს კონფლიქტის ზონის სტატუსს არ აძლევს, რათა ვალდებულებებს თავი აარიდოს.
XS
SM
MD
LG