Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ეუთოს სამიტზე გამოსვლისას დაადასტურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა. მან მხარეებს მოუწოდა, სრულად დაიცვან 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებები. ფიიონის განცხადებით, საფრანგეთი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვან ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ყველა მხარეს შემხვედრი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. ეუთოს სამიტზე გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლეგმაც. მან რუსეთს მოუწოდა, ვალდებულება შეასრულოს და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს. დიდი ბრიტანეთი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას.
XS
SM
MD
LG