Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის მომხრეა


საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმაც. ასტანაში, ეუთოს სამიტზე გამოსვლისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ამიტომ, ძალისხმევა უნდა განაგრძოს, განსაკუთრებით ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, რათა უსაფრთხოება გამყარდეს და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარება გაუმჯობესდეს. მერკელმა ეუთოს მოუწოდა, მისი პასუხისმგებლობის ზონაში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად გააქტიურდეს.
XS
SM
MD
LG