Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეუთოს საქართველოში საქმიანობის განახლების საშუალება უნდა მიეცეს”


ეუთოს სამიტის მონაწილეებს საქართველოში ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის აღდგენისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ჰილარი კლინტონის განცხადებით, სამწუხაროა, რომ წევრმა სახელმწიფომ მისიას მასპინძლობა შესთავაზა და ეუთოს პასუხის შესაძლებლობა არ მიეცა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეუთოს საქართველოში მნიშვნელოვანი საქმიანობის განახლების საშუალება უნდა მიეცეს. კლინტონი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს. დღესვე, ეუთოს სამიტის ფარგლებში, ასტანაში გაიმართა ჰილარი კლინტონისა და სააკაშვილის შეხვედრა.
XS
SM
MD
LG