Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა აუცილებელია


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას და მიესალმება თბილისის ვალდებულებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასტანაში ეუთოს სამიტზე გამოსვლისას ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრული პატივისცემის საფუძველზე, აუცილებელია ძალისხმევის განახლება ვითარების მოსაგვარებლად უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სფეროებში. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა მოუგვარებელი, ან გაჭიანურებული კონფლიქტები, ქმნის რისკს, რომ ეს კონფლიქტები უიმედოთა განსაკუთრებულ კატეგორიაში აღმოჩნდება, რაც დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG