Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს”


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის შემდეგ, დღეს ასტანაში, ეუთოს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს და დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შინაარსის ოფიციალური წერილები უკვე გაუგზავნა გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ევროკომისიას, ნატოს და აშშ-ს. საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG