Accessibility links

ნატო მზად არის, განიხილოს ერაყში 2011 წლის შემდეგ დარჩენის საკითხი


ნატოს განცხადებით, ის მზად არის გაახანგრძლივოს ერაყში თავისი სამხედრო ძალების ყოფნის ვადა 2011 წლის შემდეგაც, ერაყის პოლიციის გასაწვრთნელად. ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობის ხელმძღვანელის, ადმირალ სემუელ ლოკლირის განცხადებით, ერაყში განთავსების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნებოდა ერაყის მთავრობის შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში. ბაღდადთან მდებარე ბაზაზე გამოსვლისას, ლოკლირმა უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, თუ რამდენი ხნით არის შესაძლებელი მისიის გაგრძელება. ნატომ 2011 წლამდე უნდა დაასრულოს ოპერაციები ერაყში, ისევე როგორც შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტმა. ნატოს ჯარისაკცები 2004 წლიდან იმყოფებიან ერაყში, ამ ქვეყნის უშიშროების ძალების გასაწვრთნელად.
XS
SM
MD
LG