Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსის“ ინფორმაციით, რუსეთის მთავრობას მაფიურ სტრუქტურებთან კავშირში ადანაშაულებენ


შეერთებული შტატების საიდუმლო დიპლომატიურ გზავნილებში, რომლებიც ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსზე“ მითითებით დღეს გამოაქვეყნა ბრიტანეთის ყოველდიღურმა გაზეთმა „გარდიანმა“, საუბარია რუსეთის ხელისუფლების მჭიდრო კავშირზე ორგანიზებულ დამნაშავეობასთან. ამ ინფორმაციით, ესპანელმა პროკურორმა, ხოსე გონსალესმა უთხრა ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომ რუსეთი მიაჩნია ვირტუალურ „მაფიურ სახელმწიფოდ“, სადაც პოლიტიკური პარტიები ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად მუშაობენ. პროკურორი გონსალესი ბოლო ათწლეულია, იძიებს ესპანეთში რუსული მაფიის საქმიანობას და აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვა მაფიას იყენებდა უკანონო ოპერაციების განსახორციელებლად, მათ შორის იარაღის ტრეფიკინგისათვის. „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებული კიდევ ერთი საიდუმლო გზავნილით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდს სჯერა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სავარაუდოდ, იცოდა 2006 წელს ლონდონში დისიდენტ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის მზადების ამბავი.
XS
SM
MD
LG