Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსის“ ინფორმაციით, რუსეთი იარაღს აწვდიდა სეპარატისტებს საქართველოში


შეერთებული შტატების საიდუმლო დიპლომატიურ გზავნილებში, რომლებიც ინტერნეტპორტალმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ რუსეთი გრადის ტიპის რაკეტებს და სხვა იარაღს აწვდიდა სეპარტისტებს სამხრეთ ოსეთსა და აფზახეთში და მიმართავდა „გასაიდუმლოებულ ზომებს“ საქართველოს პოზიციის შესასუსტებლად 2008 წლის აგვისტოს ომამდე. შეერთებული შტატების საიდუმლო დიპლომატიური ფოსტის ეს ნაწილი დღეს გამოაქვეყნა ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მტრულ ქმედებებს შორის იყო სარაკეტო იერიშები და მკვლელობების მზადება. შეერთებული შტატების ელჩი 2007 წლის აგვისტოში წერდა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურები დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დიპლომატიურ გზავნილებში კრემლის მიზნებად სახელდება, სააკავშილის მმართველობის დამხობასთან ერთად, საქართველოს ჩამოშორება ევროატლანტიკური კურსიდან და მისი დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.
XS
SM
MD
LG