Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებების შედეგად ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, ავღანეთში ორი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი ოთხშაბათს შეიწირა აფეთქებამ სამხრეთ ავღანეთში, მეორე კი ამავე ტიპის იერიშის შედეგად დღეს დაიღუპა აღმოსავლეთში. ნატოს არ გაუმხელია დაღუპულების ეროვნება. წელს ავღანეთში 670-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია 2001 წელს თალიბანის რეჟიმის წინააღმდეგ მრავალეროვანი ჯარების ოპერაციის დაწყების შემდეგ. ამჟამად ავღანეთში განთავსებულია 150 000-მდე უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის 1000-მდე ქართველი.
XS
SM
MD
LG